კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
2217576
ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.
აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) განაცხადა, რომ მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით 10:44 საათზე, სანაპიროდან დაახლოებით 63 კილომეტრის დაშორებით და 0,9 კილომეტრის სიღრმეზე.
მიწისძვრის შემდეგ, რომელიც ფართოდ იგრძნობოდა ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ორეგონის შტატებში, გაფრთხილება გამოსცა აშშ-ს ეროვნული ამინდის სამსახურის ცუნამის ცენტრმა. ცენტრმა გამოაცხადა, რომ ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა ცუნამის გაფრთხილება.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არის.