საფრანგეთის მთავრობა დაიშალა
საფრანგეთის მთავრობა დაიშალა
საფრანგეთის მთავრობა დაიშალა. მიშელ ბარნიეს მთავრობამ პარლამენტის ნდობა ვერ მოიპოვა. მისი ხელისუფლების დაშლას საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, უნდობლობის გამოსაცხადებლად კი, სულ 288 ხმა იყო საჭირო.
შედეგად, მიშელ ბარნიე საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყველაზე ხანმოკლე ვადის მქონე პრემიერ-მინისტრი გახდა, მას შემდეგ, რაც მემარჯვენე და მემარცხენე დეპუტატებმა, ,,ახალი სახალხო ფონტის“ და ,,ეროვნული ერთობის“ კანონმდებლებმა, მის გუნდს უნდობლობა ერთობლივად გამოუცხადეს.
მიშელ ბარნიეს მთავრობამ, რომელიც ძირითადად ცენტრისტი და მემარჯვენე მინისტრებისგან შედგებოდა, ხელისუფლებაში სულ 74 დღე გაატარა.
საფრანგეთში ბოლოს მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადება პარლამენტმა მიიღო 1962 წელს, რამაც გამოიწვია მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჟორჟ პომპიდუს და მისი მთავრობის დაშლა.