ნამიბიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

ნამიბიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

2216838
ნამიბიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

სამხრეთ აფრიკული ქვეყანა ნამიბიაში პირველად ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.

27 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგების თანახმად, 34 წელი ხელისუფლებაში მყოფი სამხრეთ-დასავლეთ აფრიკული ხალხების ორგანიზაციის (SWAPO) კანდიდატმა ნანდი-ნდაიტვამ ხმების 57.6% მიიღო.

მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტი ნანდი-ნდაიტვა ამით გახდა ნამიბიის პირველი ქალი პრეზიდენტი.

ნამიბიის საარჩევნო კომისიის (NEC) მონაცემებით, ნანდი-ნდაიტვას უახლოესმა კონკურენტმა, დამოუკიდებელი პატრიოტების პარტიის „ცვლილებისთვის“ (IPC) კანდიდატმა პანდულენი იტულამ მიიღო ხმების 26%, ხოლო მთავარი საპარლამენტო ოპოზიციის - სახალხო დემოკრატიული მოძრაობის (PDM) კანდიდატმა მაკჰენრი ვენაანიმ - მხოლოდ 5%.



მსგავსი ინფორმაციები