შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში

შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში

2216087
შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში

მექსიკის ჩრდილოეთში ერთ-ერთ ბუფეტზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

მექსიკურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუანახუატოს შტატში, ქალაქ აპასეო დელ გრანდეში, ბუფეტსა და მის მიმდებარე მომხმარებლებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 5 დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა შემთხვევით ცეცხლი გაუხსნეს ჯერ კიოსკში მყოფ ადამიანებს, შემდეგ კი მიმდებარე კლიენტებს.

ადგილზე, სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციის დიდი ნაწილი გაგზავნეს. გაქცეული თავდამსხმელების დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები