ჯო ბაიდენმა შეწყალების უფლება შვილის მიმართ გამოიყენა
ჯო ბაიდენმა შეწყალების უფლება შვილის მიმართ გამოიყენა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ადრე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, შეწყალების უფლება თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოიყენა, რომელიც ბრალდებული იყო გადასახადების გადაუხდელობაში და იარაღის უკანონო შეძენაში.
შეწყალების მიზეზებზე საუბრისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები კონგრესში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქმე მის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და გასცდნენ მართლმსაჯულების ჩარჩოებს, ხოლო შვილის საქმე გადაქცეული იქნა „პოლიტიკური შურისძიების“ საგნად.
„ჩემი შვილი უსამართლოდ იქნა დევნილი. იმედია, ამერიკელები გაიგებენ, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, როგორც მამამ და პრეზიდენტმა - თქვა ბაიდენმა“.
შეგახსენებთ, რომ ჰანტერ ბაიდენი იყო ბრალდებული კალიფორნიაში 1,4 მილიონი დოლარის გადასახადების გადაუხდელობაში, ხოლო დელავერში სხვა საქმეზე იარაღის უკანონო შეძენის გამო, დამნაშავედ იქნა ცნობილი სამი ბრალდებიდან.
აშშ-ის ისტორიაში პირველად მოქმედი პრეზიდენტის შვილი მოსამართლის წინ წარსდგა და ცნობილ იქნა დამნაშავედ, წარდგენილ ბრალდებებში.