ევროკავშირი უკრაინის დახმარებას აგრძელებს

ევროკავშირი უკრაინის დახმარებას აგრძელებს

2215873
ევროკავშირი უკრაინის დახმარებას აგრძელებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას და ქვეყანას წლის ბოლომდე 4,2 მილიარდი ევროს დამატებით ბიუჯეტს და მომავალ წელს რეგულარულ რესურსებს მიაწვდიან.

კოსტამ, რომელიც ახლახანს დაინიშნა თანამდებობაზე და პირველი ვიზიტი უკრაინაში ჰქონდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„თანამდებობაზე მოსვლის პირველ დღეს, ვიმყოფები დედაქალაქ კიევში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან და ევროკომისართან გაფართოების საკითხებში მარტა კოსთან ერთად“. - თქვა კოსტამ და დაამატა, რომ ეს ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

მისივე თქმით, "უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრებს პატივი უნდა სცენ".

2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ სისტემებზე რუსეთის თავდასხმებს მან „არაადამიანური“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით იყო ომის პირველივე დღიდან და ეს ასე გაგრძელდება.

კოსტამ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო დახმარების გაწევას და დაამატა: ”ევროკავშირი ამ თვეში დამატებით 4,2 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, მომავალი თვიდან ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად ჩვენ ვგეგმავთ თვეში 1,5 მილიარდი ევროს დახმარებას. ეს თანხა მოდის რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან და შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვისაც“.

მან ასევე თქვა, რომ ისინი გაზრდიან ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე და დაამატა: „ჩვენ ვამზადებთ მე-15 სანქციების პაკეტს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ) პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“.

კოსტამ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელიან უკრაინას, რომელიც, მისი თქმით, ევროპული ოჯახის ნაწილია, ევროკავშირის წევრად.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები