პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინი კვლავ იმუქრება

2215123
პუტინი კვლავ იმუქრება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების თანახმად, ბირთვული იარაღის უკრაინის ხელში გადაცემის შემთხვევაში ისინიც ხელთ არსებულ ყველა იარაღს გამოიყენებენ.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა გამართულ პრესკონფერენციაზე მოხსენება გააკეთა და თქვა: „უკრაინის არმია რუსეთზე თავდასხმებს ახორციელებს  დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის იარაღით. ეს კი დასავლეთის ქვეყნების უკრაინის კონფლიქტში ჩართულობას გულისხმობს“.

პუტინმა განაცხადა, რომ ღამით 90 რაკეტით და 100 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმები უკრაინის სამხედრო ელემენტებზე და თქვა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს“.

პუტინმა შეაფასა შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც უკრაინას შეიძლება გადაეცეს ბირთვული იარაღი.

„თუკი უკრაინა ბირთვული იარაღის მფლობელი გახდება, მაშინ ჩვენც ყველა იარაღს გამოვიყენებთ, რაც ხელთ გვაქვს. თუ ბირთვული იარაღი ოფიციალურად მიეწოდება უკრაინას, ეს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა იქნება (ბირთვული იარაღის ხელშეკრულება). ჩვენ ამას არ დავუშვებთ უკრაინაში. ჩვენ ყველა ნაბიჯს გავაკონტროლებთ“.

რუსმა ლიდერმა შეახსენა, რომ 2022 წლიდან დღემდე ომში მყოფი უკრაინა ომამდე გააფრთხილა და დაზავებისთვის ღიაობა განუცხადა.


საკვანძო სიტყვები: #პუტინი კვლავ იმუქრება

მსგავსი ინფორმაციები