პაკისტანში ტომთაშორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

პაკისტანში ტომთაშორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

2214929
პაკისტანში ტომთაშორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

პაკისტანში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელებულ ტომთაშორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჰაიბერ პახტუნხვის შტატის დედაქალაქ პეშაუერიდან 218 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქურამის რეგიონში დროდადრო ხდება შიიტურ და სუნიტურ ტომებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები, რომლებსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

Geo News-ის ცნობით, ავღანეთის საზღვართან მდებარე რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ტომთაშორის შერკინებებში დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 138-მდე გაიზარდა.

რეგიონში ბოლო 7 დღის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებები და მაღაზიები დახურულია, ხოლო ტომთა რაიონებს შორის საგზაო მოძრაობები დაკეტილია.

240 მილიონიანი პოპულაციის მქონე პაკისტანში შიიტები ქვეყნის დაახლოებით 15%-ს შეადგენენ.



მსგავსი ინფორმაციები