მაჰმუდ აბასის მოწოდება გაეროს

მაჰმუდ აბასის მოწოდება გაეროს

2214815
მაჰმუდ აბასის მოწოდება გაეროს

პალესტინის სახელმწიფოს მეთაური მაჰმუდ აბასი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდებს, შეასრულოს უშიშროების საბჭოს (გაუშ) #2735-ე რეზოლუციის იმპლემენტაციის პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

პალესტინის ოფიციალური სააგენტო WAFA-ს ცნობით, აბასმა რამალაში თავის ოფისში მიიღო გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ტორ ვენესლანდი.

შეხვედრის დროს აბასმა ვენესლანდს მიაწოდა ინფორმაცია პალესტინის ტერიტორიებზე უახლესი მდგომარეობისა და პალესტინის ხელისუფლების იმ ძალისხმევის შესახებ, რომლითაც ცდილობს შეაჩეროს ისრაელის შეტევები ღაზის სექტორში, დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში.

აბასმა ხაზი გაუსვა, რომ გაერომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა #2735-ე რეზოლუციის შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს: ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დაჩქარებას, ისრაელის სრულ გაყვანას და პალესტინის სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობის აღებას ღაზის სექტორზე, დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში.

აბასმა ასევე ხაზი გაუსვა საჭიროებას, რომ შეჩერდეს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და აღმშენებლობის სააგენტოს (UNRWA) საქმიანობის შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას სერიოზული პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული განზომილებები აქვს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიმდინარე წლის10 ივნისს მიიღო #2735 რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს: „მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის არმიის სრულ გაყვანას ღაზიდან, ტყვეების გაცვლას, ღაზის აღდგენას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას და ღაზის სექტორში ნებისმიერი დემოგრაფიული ცვლილების აკრძალვას“.



მსგავსი ინფორმაციები