დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში კითხვებს უპასუხა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში კითხვებს უპასუხა

2212914
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში კითხვებს უპასუხა

ინგლისის გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა რობ მაგოვანმა განაცხადა, რომ ისინი წინ დახვდებიან რუსეთს, თუ ის აღმოსავლეთ ევროპაში შეიჭრება.

„თუკი ბრიტანეთის არმიას სთხოვენ ამაღამ ბრძოლას, ჩვენ ამაღამვე ვიბრძოლებთ“ - თქვა მან.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ და გენერალ-ლეიტენანტმა რობ მაგოვანმა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში კითხვებს უპასუხეს.

ჰილიმ განაცხადა, რომ ლორდთა და თემთა პალატის წევრებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ორი ბრიფინგი ჩაუტარდათ და რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე დაახლოებით 10 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გაგზავნა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის ბიუჯეტის ეროვნული შემოსავლის 2,5 პროცენტამდე გაზრდის მნიშვნელობა და  და დასძინა, რომ კითხვაზე „შეუძლია თუ არა ბრიტანეთს დივიზიის განლაგება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და ამით არსებობის შენარჩუნება?“ - პასუხს ფარულს სხდომაზე გასცემს.

კითხვაზე ჰილის ნაცვლად გენერალ-ლეიტენანტი მაგოვანმა გასცა პასუხი და დასძინა: „მინისტრმა შემოგვთავაზა ამ საკითხზე ფარული სხდომა, თუმცა მანამდე შემიძლია ვთქვა, თუკი ბრიტანეთის არმიას სთხოვენ ამაღამ ბრძოლას, ჩვენ ამაღამვე ვიბრძოლებთ. თუ რუსები ამაღამ დაიწყებენ აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრას, ბრძოლაში მათ ჩვენ შევხვდებით".

„ჩვენ ისედაც იქ ვართ, ესტონეთში“. - განაცხადა ჰილმა.



მსგავსი ინფორმაციები