ისრაელის მიერ პალესტინაში განხორციელებული სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელის მიერ პალესტინაში განხორციელებული სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

2209968
ისრაელის მიერ პალესტინაში განხორციელებული სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება
paris filistin destek.jpg
hollanda amsterdam filistin destek.jpg

მთელ მსოფლიოში გრძელდება პროტესტი ისრაელის მიერ პალესტინაში განხორციელებული სისასტიკის წინააღმდეგ.

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, აიაქსისა და მაკაბი თელ-ავივის მატჩის შემდგომი მოვლენების შემდეგ, გაიმართა საპროტესტო აქცია მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დეპორტაციით დაემუქრნენ.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ათასობით ადამიანი შეუერთდა პალესტინის მხარდასაჭერ დემონსტრაციას.

შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ორგანიზაცია „მარადიული ისრაელის“ მიერ მოწყობილი გალა-ღონისძიების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ამსტერდამში გამართული აიაქსი-მაკაბი თელ-ავივის უეფას ევროპის ლიგის მატჩის წინ და შემდეგ ისრაელელი გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების შემდეგ, დღეს პარიზში დაგეგმილი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩისთვის მკაცრი უსაფრთხოების ზომები მიიღება.

გამოცხადდა, რომ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 4000 პოლიციელი იქნება მობილიზებული.

გასულ კვირას პალესტინის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩის გაუქმების მოთხოვნით.



მსგავსი ინფორმაციები