ამერიკამ ჰუსიტების პოზიციები დაბომბა
ამერიკამ ჰუსიტების პოზიციები დაბომბა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბა.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ CENTCOM-მა გაავრცელა თავდასხმების ვიდეო მასალა.
CENTCOM-მა გამოაქვეყნა კადრები 9 და 10 ნოემბერს იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით.
საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების თანახმად, საჰაერო იერიშები განხორციელდა ჰუსიტების ობიექტებსა და შეიარაღების სისტემებზე.
CENTCOM-ის სოციალურ მედიაში გაზიარებულ კადრებში ჩანს, როგორ განადგურდა ჰუსიტების მობილური სარაკეტო გამშვები პლატფორმა საჰაერო იერიშის შედეგად.
იემენში მყოფი ჰუსიტები, ისრაელის ღაზაში განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, 2023 წლის 31 ოქტომბრიდან იემენის სანაპიროებთან აკავებენ სავაჭრო გემებს, რომლებიც, მათი თქმით, ისრაელის კომპანიებთან არიან დაკავშირებული, და თავდასხმებს ახორციელებენ აშშ-ის სამხედრო ძალების ობიექტებზე.