სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

2209597
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 979-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქოლერას ეპიდემიის მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 34 ათას 108-მდე გაიზარდა.

განცხადების მიხედვით ქოლერის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 979-მდე გაიზარდა.

ივნისის თვიდან დღემდე ქვეყანაში მოსულმა ნალექმა და წყალდიდობამ ქოლერის გავრცელება გამოიწვია. ხელისუფლებამ ქოლერა 12 აგვისტოს ეპიდემიად გამოაცხადა.

სუდანში, სადაც ომი მიმდინარეობს და ჯანდაცვის სფერო ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს, ეპიდემიური დაავადებების გავრცელება ადამიანთა ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს.

მეორეს მხრივ, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ 3,4 მილიონ სუდანელ ბავშვს ემუქრება ეპიდემიური დაავადებები.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) კი გამოაცხადა, რომ 5 ოქტომბერს სუდანს გაუგზავნა ქოლერის ვაქცინის 1,4 მილიონი დოზა.



მსგავსი ინფორმაციები