UNICEF-ი პაკისტანის მთავრობას მოუწოდებს!
UNICEF-ი პაკისტანის მთავრობას მოუწოდებს!
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გააფრთხილა, რომ 11 მილიონი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება პაკისტანის პენჯაბის შტატში ჰაერის დაბინძურების გამო.
თავის განცხადებაში, UNICEF-ის პაკისტანის წარმომადგენელმა აბდულა ფადილმა მოუწოდა მთავრობას გადაუდებელი და მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს, რათა შეამციროს ჰაერის დაბინძურება 5 წლამდე ასაკის 11 მილიონი ბავშვისთვის და სხვებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ჰაერის დაბინძურებით პენჯაბში.
ჰაერის დაბინძურების გამო 11 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, განაცხადა ფადილმა და დასძინა:
„ჰაერის დაბინძურების ამ რეკორდულ დონემდე პაკისტანში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილის დაახლოებით 12 პროცენტი ჰაერის დაბინძურებით იყო გამოწვეული“.
პაკისტანის მთვარობამ, პენჯაბის ზოგიერთ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობაა, 17 ნოემბრამდე პარკები, ზოოპარკები, მუზეუმები და ისტორიული ადგილები დახურა.
მიუხედავად იმისა, რომ პენჯაბის შტატის მთავრობამ მოქალაქეებს ნიღბების გამოყენება მოსთხოვა, ეს გადაწყვეტილება დიდწილად არ შესრულდა.
ნათქვამია, რომ ხელისუფლება დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელოვნური წვიმის მეთოდს იკვლევს.
მსგავსი ინფორმაციები
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს