ჯოზეფ ბორელი ბეზალელ სმოტრიჩის მწვავედ აკრიტიკებს
ჯოზეფ ბორელი ბეზალელ სმოტრიჩის მწვავედ აკრიტიკებს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გააკრიტიკა ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრის ბეზალელ სმოტრიჩის განცხადება იმის შესახებ, რომ 2025 წელი იქნება ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს „ანექსიის წელი“.
ბორელმა თავის X ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი სმოტრიჩის განცხადებასთან დაკავშირებით 2025 წლის დასავლეთ სანაპიროს „ანექსიის წლად“ გამოცხადების შესახებ.
ბორელმა განაცხადა, რომ „მკაცრად გმობს“ ისრაელის მინისტრის განცხადებებს და აღნიშნა: „ასეთი რიტორიკა ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს, არღვევს პალესტინელების უფლებებს და საფრთხეს უქმნის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესაძლებლობას“.
ამასთან, პალესტინის ხელისუფლებამ და ჰამასმა დაგმეს ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრის ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებები და გააფრთხილეს, რომ ეს რეგიონს აფეთქებამდე მიიყვანს.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ნაბილ აბუ რუდეინემ უპასუხა სმოტრიჩის განცხადებებს.
აბუ რუდეინემ განაცხადა, რომ სმოტრიჩის განცხადებები აჩვენებს, რომ ისრაელის ახალი გეგმა ფოკუსირებულია დასავლეთ სანაპიროზე ოკუპაციის გაგრძელების, რასისტული ანექსიისა და გაფართოების გეგმის განსახორციელებლად.
აბუ რუდეინემ მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა მათ მიიღონ რეალური ზომები, როგორიცაა ისრაელთან ურთიერთობების გადახედვა და გაეროს წევრობის შეჩერება, რათა აიძულონ იგი უარი თქვას ამ საშიშ ქმედებებზე.
აბუ რუდეინემ განაცხადა, რომ „2025 წელი იქნება პალესტინის სახელმწიფოს დაარსების წელი 1967 წლის საზღვრებში რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმია“.
მეორეს მხრივ, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღინიშნა, რომ ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებები დასავლეთ სანაპიროს ანექსიის შესახებ არის რასისტული კოლონიალიზმისა და პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გენოციდისა და დეპორტაციის კამპანიის გაგრძელება.
განცხადებაში აღინიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მარცხი გაეროს პალესტინასთან დაკავშირებული რეზოლუციების განხორციელებაში ახალისებს ისრაელის ულტრამემარჯვენე მთავრობას გააგრძელოს დანაშაულები და დარღვევები, რომლებიც მიზნად ისახავს პალესტინის საკითხის ლიკვიდაციას.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სანქციები ისრაელისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ გადამწყვეტ როლს თამაშობს პალესტინელი ხალხის უფლებების დარღვევის შეჩერებაში.
ჰამასის განცხადებაში აღინიშნა, რომ სმოტრიჩის მიერ წამოყენებული ანექსიის გეგმები მხოლოდ გაზრდის რეგიონულ და საერთაშორისო დაძაბულობას.
აქვე აღინიშნა, რომ ჰამასი და პალესტინელი ხალხი არ მისცემენ სმოტრიჩს ან სხვა ომის დამნაშავეს ამ ბოროტი გეგმების განხორციელების საშუალებას და დასავლეთი სანაპირო დარჩება პალესტინის ტერიტორიად.
ცნობისათვის, სმოტრიჩმა გუშინ თავისი ულტრამემარჯვენე რელიგიური სიონიზმის პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ დადგა დრო ისრაელმა მოახდინოს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ანექსია და 2025 წელი იქნება დასავლეთ სანაპიროს „ანექსიის წელი“.
მსგავსი ინფორმაციები
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს