ისრაელი აგრძელებს ლიბანის დაბომბვებს
ისრაელი აგრძელებს ლიბანის დაბომბვებს
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სხვადასხვა ადგილებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიდევ 18 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტიროსში, სიდონსა და ნაბატიეში, ასევე აღმოსავლეთით მდებარე ბეკაას ველზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.
თავის მხრივ, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ნაბატიეს მუჰაფაზას ბინთ-ჯბეილის რეგიონის შაქრას, ბურჯ კალავიეს და იატერის დასახლებები გახდა ისრაელის თავდასხმების სამიზნე, სადაც ბურჯ კალავიეში 3, ხოლო იატერში 2 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე ბეკაას ველის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ქალაქზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა მიწასთან გაასწორეს ისტორიული მეჩეთი ნაბატიეს ბეიადის რეგიონში.
ისრაელის მიერ ლიბანის ჩრდილოეთით მდებარე აკარის აინ იაკუბის დასახლებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აინ იაკუბში ერთ-ერთ შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ 2023 წლის 8 ოქტომბრიდან ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3,243-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 14,134-მდე გაიზარდა.