ღაზაში „ნაკბა“ მეორდება
ღაზაში „ნაკბა“ მეორდება
პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თქმით, ღაზას სექტორში მეორე „ნაკბა“ (პალესტინელების კატასტროფა) და ისტორიაში უპრეცედენტო გენოციდი ხორციელდება.
პალესტინის გამძლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოს პალესტინის პირველი პრეზიდენტის იასერ არაფატის გარდაცვალებიდან მე-20-ე წელთან დაკავშირებით წარმოთქმული აბასის სიტყვა, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ში გამოქვეყნდა.
პალესტინელი ხალხი რთულ პერიოდს გადის, განცხადა აბასმა და დასძინა: „ღაზას სექტორში ნაკბა მეორდება. ჩვენი ხალხი ისტორიაში უპრეცედენტო გენოციდს განიცდის. ათასობით ადამიანი კვდება ან სხვადასხვა დაზიანებებს იღებს, ყველაფერი ინგრევა, ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან, ავადდებიან და მშიერი რჩებიან“.
აბასის თქმით, ისრაელმა ღაზა გადააქცია ადგილად, სადაც ცხოვრება შეუძლებელი გახდა და ღაზას ჩრდილოეთით მიმდინარე მოვლენები ამის დასტურია. მისივე თქმით, ისრაელის ულტრამემარჯვენე ხელისუფლების მიერ შემუშავებული დეპორტაციის გეგმა წარმატებული არ იქნება.
პალესტინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხის და პალესტინის საკითხის უარყოფა შეუძლებელია.