ბარში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ბარში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

2208934
ბარში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მექსიკის ქალაქ სანტიაგო-დე-კერეტაროში ერთ-ერთ ბარში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა და სულ ცოტა 7 ადამიანი დაშავდა. 

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დე-კერეტაროში თავდამსხმელები ბარს სატვირთო ავტომობილით მიუახლოვდნენ და შიგნით შეჭრისას ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმისას 10 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 7 დაშავდა.

დე-კერეტაროს უსაფრთხოების დეპარტამენტის შეფის ხუან ლუის ფერუსკას განცხადებით, „სასწრაფო დახმარების ჯგუფი მომხდარის ადგილზე მივიდა და დაადასტურა, რომ მინიმუმ ოთხი მამაკაცი გრძელლულიანი იარაღით ჩაჯდა პიკაპში“.

ფერუსკას თქმით, ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თავდასხმისას გამოყენებული ავტომობილი კი მიტოვებული და ცეცხლწაკიდებული იპოვეს.



მსგავსი ინფორმაციები