ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შდეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 33 კი დაშავდა
რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შდეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 33 კი დაშავდა
რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შდეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 33 კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ X-ზე გაკეთებულ განცხადებაში, რუსული არმიის უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შესახებაა ნათქვამი.
თავდასხმის სამიზნე მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კორპუსები იყო, თქვა ზელენსკიმ და დასძინა: „ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ“.
ზელენსკის თქმით, ამგვარი თავდასხმები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს „ანადგურებს“.
მან ასევე დასძინა, რომ საჭიროა რუსეთის თავდასხმების აღკვეთა და ამისათვის უნდა გაიზარდოს უკრაინის მიერ გრძელი რადიუსის იარაღებით თავდასხმების შესაძლებლობა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გაკეთბულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული არმიის მიერ ქალაქ ზაპოროჟიეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი და 33 ადამიანი დაშავდა.