პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და თანამდებობის მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო

2208061
პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტმა ბაიდენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტელეფონით დაუკავშირდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს და მიულოცა. "როგორც პრეზიდენტი, შევასრულებ ჩემს მოვალეობას, დავიცავ ჩემს ფიცს და ვიმოქმედებ კონსტიტუციის შესაბამისად. 20 იანვარს მშვიდობიანად გადავაბარებ თანამდებობას“. - თქვა ბაიდენმა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯო ბაიდენმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პირველ შეფასებაში ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები ქვეყანაში მშვიდობიანად და მშვიდ გარემოში ჩატარდა და საარჩევნო სისტემამ გამართულად იმუშავა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ გუშინ დაურეკა გამარჯვებულ ტრამპს და მიულოცა. "ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და მივულოცე გამარჯვება. დავარწმუნე, რომ ჩემი მთელი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს მის გუნდთან მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადასვლის პროცესის უზრუნველსაყოფად. ამას იმსახურებს ამერიკელი ხალხი“. - თქვა მან.

ბაიდენმა განაცხადა: "როგორც პრეზიდენტი, შევასრულებ ჩემს მოვალეობას, დავიცავ ჩემს ფიცს და ვიმოქმედებ კონსტიტუციის შესაბამისად. 20 იანვარს მშვიდობიანად გადავაბარებ თანამდებობას“.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა ძალიან წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოა, თუმცა ამერიკელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ისინი ამ არჩევანს პატივს სცემენ.

ბაიდენმა, რომელიც დაახლოებით 2.5 თვეში გადააბარებს თანამდებობას, ხაზი გაუსვა, რომ დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში საუკეთესოს გააკეთებს რაც შეუძლია და განაცხადა: "არ შეიძლება გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როცა იმარჯვებთ. არ შეიძლება გიყვარდეთ თქვენი მეზობლები მხოლოდ მაშინ, როცა მათთან თანხმობაში ხართ“.

ტრამპი ოფიციალურად თავისი მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 20 იანვარს ფიცის დადების შემდეგ დაიწყებს.


საკვანძო სიტყვები: #ტრამპი , #ბაიდენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები