მთლიანი ავსტრია ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალი რისკის მქონე რეგიონად გამოცხადდა

მთლიანი ავსტრია ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალი რისკის მქონე რეგიონად გამოცხადდა

2208272
მთლიანი ავსტრია ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალი რისკის მქონე რეგიონად გამოცხადდა

მთლიანი ავსტრია ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალი რისკის მქონე რეგიონად გამოცხადდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველად ზემო და ქვემო ავსტრიაში 200 ათას ფრინველს ფრინველის გრიპი დაუფიქსირდა, ამასთან ერთად გარეულ ფრინველებშიც დაავადების გავრცელება შეინიშნა.

განცხადების მიხედვით, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე მთლიანად ქვეყანაში, ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალი რისკის რეგიონად გამოცხადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, გუშინდელი დღიდან მოყოლებული დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად დამცავი და უსაფრთხოების ზომები მიიღება.

ყოველივე ამაზე დაყრდნობით თავდაპირველად ქვეყნის 6 შტატში 25 დასახლება ფრინველის გრიპის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ზონად გამოცხადდა და ამ რეგიონებში 50 ფრინველის შემთხვევაში საფრინველეს მოწყობა სავალდებულო გახდა.

ღია სივრცეში ცხოველების გამოკვება აიკრძალა და გალიის ფრთოსნებთან ერთად გარეული ფრინველების კონტაქტის აკრძალვა სავალდებულო გახდა.

ამასთანავე, ავსტრიის ჯარმაც ფრინველის გრიპთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაავადებასთან ბრძოლის ფარგლებში მოვალეობის შესასრულებლად სამხედროები გაიგზავნენ და ისინი დახემარებიან უფლებამოსილებს განსაკუთრებით მკვდარი ცხოველების განადგურებაში და შემდგომში ჩასატარებელი დეზინფექციისა და მსგავსი ზომების მიღებაში.


საკვანძო სიტყვები: #ფრინველის გრიპი , #ავსტრია

მსგავსი ინფორმაციები