ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ირანის საკითხი განიხილეს

ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ირანის საკითხი განიხილეს

2207471
ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ირანის საკითხი განიხილეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა "ირანის" საკითხი განიხილეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუმ და ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

განცხადების თანახმად, "გულთბილი და მეგობრული" საუბრისას ნეთანიაჰუმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ორივე მხარე (ნეთანიაჰუ-ტრამპი) შეთანხმდა ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთობლივ მუშაობაზე და ასევე განიხილეს ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხე."



მსგავსი ინფორმაციები