დონალდ ტრამპი: "ჩვენ შევქმენით ისტორია, ჩვენ შევძელით"
დონალდ ტრამპი: "ჩვენ შევქმენით ისტორია, ჩვენ შევძელით"
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გამარჯვების სიტყვაში განაცხადა: "ჩვენ შევქმენით ისტორია, ჩვენ შევძელით".
არაოფიციალური პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლაში თავისი გამარჯვება გამოაცხადა.
ტრამპმა არჩევნების შედეგს "ისტორიული და პოლიტიკური გამარჯვება" უწოდა.
"ჩვენ შევქმენით ისტორია. მადლობა რომ აირჩიეთ 47-ე პრეზიდენტი. ყოველდღე ვიბრძოლებ თქვენთვის. ეს იქნება აშშ-ს ოქროს ხანა. ეს არის დიდი გამარჯვება ამერიკისთვის." - თქვა ტრამპმა.
აშშ-ში პრეზიდენტს ირჩევს "ამომრჩეველთა კოლეგია", რომელიც შედგება 538 წევრისგან.
კანდიდატმა თეთრ სახლში მოსახვედრად უნდა მოიპოვოს 270 დელეგატის ხმა.
არაოფიციალური მონაცემებით, ტრამპმა მოიპოვა 267 დელეგატი, ხოლო დემოკრატების კანდიდატმა კამალა ჰარისმა - 224 დელეგატი.
ამომრჩეველთა კოლეგიის დელეგატები 17 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადებენ გამარჯვებულს.
არჩევნების გამარჯვებულს 6 იანვარს დაამტკიცებს სენატი.
20 იანვარს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი კონგრესში დადებს ფიცს და თეთრ სახლში გადაიბარებს უფლებამოსილებას მოქმედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან.
არჩევნებში ასევე განისაზღვრა წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის და სენატის 100 წევრიდან 34 ადგილის მფლობელების ვინაობა.
არაოფიციალური შედეგების თანახმად, რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.
მსგავსი ინფორმაციები
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირი ღაზასთან, ლიბანთან და სუდანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს