ისრაელის მხრიდან ლიბანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ისრაელის მხრიდან ლიბანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ლიბანზე ისრაელის არმიის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 986-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 13 ათას 402-მდე გაიზარდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის არმია 1 ოქტომბრიდან აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებულ ბოლო თავდასხმებს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა, 83 კი დაშავდა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 2986-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 13 402-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის ტალღა ქვეყნის სამხრეთ ნაწილებიდან დედაქალაქ ბეირუთში და ჩრდილოეთში გრძელდება, ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ 539 ათასზე მეტი დევნილი სირიაში გადავიდა.
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა