ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა
ესპანეთში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, უმეტესობა ვალენსიაში, 158-მდე გაიზარდა.
ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე მეტად დაზარალებული ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ოპერატიული კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა.
კასტილია-ლა მანჩას რეგიონში, რომელიც ასევე დაზარალდა წყალდიდობით, გარდაცვლილთა რაოდენობა 3-ს შეადგენს.
ხელისუფლება შიშობს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი დაკარგულია.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კატასტროფის ზონაში გრძელდება საძიებო-სამაშველო სამუშაოები და დაკარგულთა რაოდენობა ძალიან დიდია.
ვალენსიაში ამჟამად 150-ზე მეტი გზა დაკეტილია, მადრიდი-ვალენსიის სარკინიგზო მიმოსვლა მინიმუმ 15 დღით შეჩერებულია, რეგიონში, სადაც უსაფრთხოების, წყლისა და საკვების პრობლემებია, დაახლოებით 100,000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა (AEMET) განაცხადა, რომ ვალენსიის რეგიონში ნალექი, რომელიც მათ "საუკუნის ყველაზე ცუდ პერიოდად" შეაფასეს, უპრეცედენტო რაოდენობით მოვიდა და რომ "ჩვეულებრივ 1 წლის განმავლობაში მოსული ნალექი მხოლოდ 8 საათში მოვიდა“.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვალენსიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებულია და მათი პრიორიტეტია საძიებო-სამაშველო სამუშაოები, ამასთანავე მოსახლეობას მოუწოდა არ მოადუნონ სიფრთხილე, რადგან ზოგიერთ ადგილას კვლავ გრძელდება ცუდი ამინდის პირობები.