ლავროვი: „აშშ-მა ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზე მიიყვანა“
ლავროვი: "ბაიდენის ხელმძღვანელობა აფერხებს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაასრულებს პალესტინელი ხალხის ტრაგედიას"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დიდი ომის ზღურბლზე მოიყვანა.
აღნიშნულის შესახებ, სერგეი ლავროვმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ ევრაზიის რეგიონი გეოპოლიტიკური ბრძოლის არენად აქციონ, და განაცხადა: „ევრაზიის რეგიონში სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით“.
მინისტრმა ლავროვმა მიუთითა, რომ დასავლეთი სხვა რეგიონებში არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის, და განაცხადა: „დასავლეთი დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში, ცდილობს საკუთარი წესების თავსმოხვევას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში“.
ლავროვმა, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის მიმართ მიდგომას გააკრიტიკა აღნიშნა: „გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატების ცალმხრივმა გამოსვლამ და არაბეთ-ისრაელის საკითხის გადაწყვეტის პროცესის მონოპოლიზების მცდელობამ გამოიწვია რეგიონში დამღუპველი შედეგები. ამან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი არასტაბილურობისა და დიდი ომის ზღვარზე მიიყვანა“.
ლავროვმა ღაზის სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს მდგომარეობაზე აღნიშნა: „ისრაელის ოპერაციის შედეგად, ერთ წელიწადში დაღუპული პალესტინელი სამოქალაქო პირების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე კიევის გადატრიალების შემდეგ 10 წლის განმავლობაში ორივე მხარეს დაღუპული პირების რაოდენობა“.
„დასავლეთი გაჩუმებულია ღაზის საკითხზე“, - განაცხადა ლავროვმა და დაამატა: „(აშშ-ის პრეზიდენტი ჯო) ბაიდენის ხელმძღვანელობა აფერხებს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაასრულებს პალესტინელი ხალხის ტრაგედიას“.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა