ბრაზილიაში ტყეების უკანონოდ განადგურება ქიმიური ნივთიერებებით ხდება?
ბრაზილიაში ტყეების უკანონოდ განადგურება ქიმიური ნივთიერებებით ხდება?
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიაში ტყეების უკანონო განადგურება ქიმიური ნივთიერებებით ხდება, მოგების მიღების მიზნით.
New York Times-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ოფიციალური პირები იყენებენ თანამგზავრის ანალიზებს ქვეყანაში ტყეების განადგურების აღკვეთასთან დაკავშირებული მონიტორინგისთვის.
ამ ანალიზებით დადგინდა, რომ ქვეყანაში მოქმედი ზოგიერთი საქონლის ხორცის მიმწოდებელი, მოგების მისაღებად, ტყეებს ცხოველებისათვის საძოვარ ფართობებად ხდის.
ოფიციალურმა პირებმა გამოავლინეს, რომ ფერმერმა კლაუდესი ოლივეირა ლემესმა „ქიმიური ნივთიერებები“ გამოიყენა ტყეების გასანადგურებლად. ამის საფუძველზე მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
პროკურორი ანა ლუიზა პეტერლინი აცხადებს, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შედეგების დადგენა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მოკლე დროში ათასობით ჰექტარის განადგურება.
პეტერლინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოგების მაძიებელი დამნაშავეები ყოველთვის „ერთი ნაბიჯით წინ არიან“.
ბრაზილიის გარემოსა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის ხელმძღვანელი როდრიგო აგოსტინიო აცხადებს, რომ ტყეების ქიმიური საშუალებებით განადგურება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა მისი დადასტურება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.