ისრაელი აგრძელებს პალესინელების მკვლელობას
ისრაელის მხრიდან ღაზას ჩრდილოეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიდევ ათეულობით პალესტინელი დაიღუპა
ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორის ჩრდილოეთში, მეშრუ ბეით ლაჰიას რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 62 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს მიერ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ დაბომბა ხუთსართულიანი შენობა ღაზას სექტორის ჩრდილოეთში, მეშრუ ბეით ლაჰიაში, სადაც აბუ ნასირის ოჯახის 150 იძულებით გადაადგილებული პალესტინელი იმყოფებოდა თავშეფარებული.
პირველადი შეფასებით, თავდასხმის შედეგად 62 პალესტინელი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.
სამოქალაქო თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების მანქანების ადგილზე მისვლის შეუძლებლობის გამო, კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც ნანგრევების ქვეშ გადარჩენას ელოდებიან.
თავის მხრივ, თავდასხმის შედეგად დაშავებული სულ მცირე 20 ადამიანი გადაყვანილ იქნა ქამალ ადვანის საავადმყოფოში, რომელიც ასევე ისრაელის თავდასხმების ქვეშ იმყოფება.