ნატომ და გაერომ ანკარაში განხორციელებული თავდასხმა დაგმო

ნატომ და გაერომ ანკარაში განხორციელებული თავდასხმა დაგმო

2202305
ნატომ და გაერომ ანკარაში განხორციელებული თავდასხმა დაგმო

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში, ქაჰრამანქაზანის რაიონში განთავსებულ თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო.

მარკ რუტემ თავის X ანგარიშზე გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „შემაშფოთებელია ცნობები ანკარიდან დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ. ნატო დგას ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორიზმის ყველა ფორმას და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან და გადასცა მას ნატოს მხარდაჭერა.

მეორეს მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც დაგმო ანკარაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის პრეს-მდივანმა ფარჰან ჰაქმა საკითხთან დაკავშირებით გააკეთა წერილობითი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „გენერალური მდივანი გმობს ამ თავდასხმას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“.

ცნობისათვის, გუშინ, ანკარაში, ქაჰრამანქაზანის რაიონში განთავსებულ თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები