ილონ მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას აგრძელებს
ილონ მასკი ტრამპის ამომრჩევლებს ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარს სთავაზობს
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრამდე ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარს გადასცემს შერჩეულ პირს მათგან, ვინც ხელს მოაწერს პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის კამპანიას, რომელიც მხარს უჭერს ყოფილ აშშ-ს პრეზიდენტსა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს მერყევ შტატებში. მან უკვე გასცა პირველი ჯილდო.
მასკმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰარისბურგში გამართულ მიტინგზე ისაუბრა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის „America PAC“-ის საქმიანობაზე, რომელიც მხარს უჭერს „აშშ-ს კონსტიტუციის პირველი ორი შესწორების დაცვას“ და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მასკმა მიმართა ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას აძლევენ გადამწყვეტ მერყევ შტატებში და ხელი მოაწერეს ამ კამპანიას, განაცხადა რა, რომ 5 ნოემბრამდე ყოველდღიურად შერჩეულ ერთ პირს 1 მილიონ დოლარს გადასცემს.
ჰარისბურგში მასკმა პირველი 1 მილიონი დოლარის მფლობელს ჩეკი გადასცა და განაცხადა, რომ ამ გზით იმედოვნებს კომიტეტის კამპანიის მედიაში გაშუქებას.
ცნობისათვის, აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება მოიცავს „გამოხატვის თავისუფლებას“, ხოლო მეორე შესწორება - „მოქალაქეების იარაღის ფლობის უფლებას“.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა