ანდრეი სიბიგა დღეს თურქეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

ანდრეი სიბიგა დღეს თურქეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

2200743
ანდრეი სიბიგა დღეს თურქეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დღეს, თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.

ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაქან ფიდანს შეხვდება.

შეხვედრაზე მინისტრი ფიდანი გამოთქვამს კმაყოფილებას უკრაინასთან მრავალგანზომილებიანი ურთიერთობების კურსით, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და განიხილავს ომის გავრცელების მზარდ საფრთხეს.

გარდა ამისა, ფიდანი ხაზს გაუსვამს იმას, რომ თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი და მუდმივი გადაწყვეტისკენ, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა შეიძლება მიღწეული იქნას მხარეების მონაწილეობით.



მსგავსი ინფორმაციები