კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ აცხადებს

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ აცხადებს

2200293
კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ აცხადებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეა უნდა აღიქვან როგორც „მტრული სახელმწიფო“.

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო შტაბის მონახულებისას, კიმმა ჯარისკაცებს განუცხადა, რომ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალის გამოყენება იქნება „არა მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ კანონიერი საპასუხო ქმედება მტრული ქვეყნის წინააღმდეგ“.

კიმმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დამაკავშირებელი გზების ნაწილის აფეთქება აჩვენებს მის გადაწყვეტილებას განსაზღვრონ მიმდინარე „ცუდი“ ურთიერთობები.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ეს ინციდენტი არის გადადგმული ნაბიჯი იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტის დარღვევის შემთხვევაში, მისი ძალები არ მოერიდებიან ძალის გამოყენებას „მტრული ქვეყნის“, ანუ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეამ გუშინ გამოაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით სამხრეთ კორეა განისაზღვრა როგორც „მტრული სახელმწიფო“.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ 15 ოქტომბერს ააფეთქა ორი კორეის დამაკავშირებელი გიონგუის და დონგჰეს გზების ნაწილი.



მსგავსი ინფორმაციები