ისრაელი აგრძელებს ღაზაში სისხლისღვრას
ისრაელი აგრძელებს ღაზაში სისხლისღვრას
ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორის სხვადასხვა ლოკაციებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით, კიდევ 29 პალესტინელი იქნა მოკლული.
ისრაელის მიერ გუშინ საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელებული თავდასხმების სამიზნე იყო ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი, ღაზას ქალაქი, სამხრეთით ხან იუნისი და ცენტრალურ ნაწილში ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკი.
ქემალ ადვანის საავადმყოფოს სამედიცინო წყაროების ინფორმაციით, ჯაბალიას ალ-ფალუჯას რაიონში სახლზე თავდასხმის შედეგად 4, ხოლო ქალაქ ღაზას აზ-ზეითუნის უბანში თავდასხმის შედეგად 3 პალესტინელი დაიღუპა.
მეორეს მხრივ, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ხან იუნისის ბენი სუჰეილას რაიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად 10, ხოლო ალ-ფუჰარის დაბაში 7 ადამიანი დაიღუპა.
ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთ თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად კი 5 ადამიანი დაიღუპა.