გაერო: „ლიბანში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ იქნა“

გაერო: „ლიბანში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ იქნა“

2198647
გაერო: „ლიბანში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ იქნა“

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) იტყობინება, რომ 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ იქნა ლიბანში, სადაც ისრაელი აგრძელებს საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ისრაელის მხრიდან ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის პლატფორმა X-იდან შეფასებებს აკეთებს.

განცხადებაში ნათქვამია: „თითქმის ერთი თვე გავიდა ლიბანზე ისრაელის ყველაზე სასიკვდილო საჰაერო თავდასხმებიდან. ლიბანი კვლავ ჰუმანიტარული კატასტროფის ქვეშაა და 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება იზრდება“.

ცნობისათვის, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ დაიღუპა 2255 ადამიანი, მათ შორის 104 ბავშვი და 194 ქალი და დაშავდა 10524 ადამიანი.

თავის მხრივ ისრაელის თავდასხმების გამო ლიბანში მრავალი ადამიანი იძულებით გადასახლდა.



მსგავსი ინფორმაციები