რუსეთმა ლევადნეს დასახლებაზე კონტროლი დაამყარა
რუსეთმა ლევადნეს დასახლებაზე კონტროლი დაამყარა
2198478
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა არმიამ ზაპოროჟიის ოლქში მდებარე ლევადნეს დასახლებაზე კონტროლი დაამყარა.
სამინისტრომ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უკრაინის ომში ბოლო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული არმია უკრაინის ფრონტზე წინ მიიწევს რა, ზაპოროჟიის ოლქში მდებარე ლევადნეს დასახლებაზე კონტროლი დამყარდა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანებულებით, მოსკოვმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები თავის ტერიტორიებად გამოაცხადა.