ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2197112
ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ირანზე თავდასხმისთვის ემზადება, ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო "პირდაპირი" და "ნაყოფიერი".

აშშ-ის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა და დეტალებზე არ ისაუბრა. "პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, განიხილეს ბევრი საკითხი. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან მოლაპარაკებას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებენ ისინი ირანის ბოლო თავდასხმას“. - თქვა მან.

ბაიდენს და ნეთანიაჰუს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში პირველად ჰქონდათ სატელეფონო საუბარი.


საკვანძო სიტყვები: #ნეთანიაჰუ , #ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები