ნიკოლას მადურომ ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ნიკოლას მადურომ ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაგმო ისრაელის თავდასხმები ღაზაზე და კიდე ერთხელ პალესტინის განთავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.
თავის ქვეყანაში ერთ-ერთ კერძო რადიო არხის დღის წესრიგის შეფასებისას ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ისინი სოლიდარულები არიან პალესტინელ ხალხთან და რომ პალესტინა უნდა განთავისუფლდეს.
მადურომ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაზე ერთ წელიწადზე მეტია გენოციდურ თავდასხმებს აგრძელებს.
„პალესტინის დამოუკიდებლობის და არსებობის უფლების დაცვა იგივეა, რაც ვენესუელას, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის არსებობის უფლების დაცვა. ახლო აღმოსავლეთში კრიტიკული ომი მიმდინარეობს ფაშიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ, რომლის პასუხისმგებლებიც აშშ და დიდი ბრიტანეთი არიან. დამანგრეველი ომი მიმდინარეობს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, ახლა კი სიონისტური თავდასხმები ხორციელდება ლიბანის წინააღმდეგ. პალესტინა კაცობრიობის სამშობლოა. პალესტინა რელიგიური და კულტურული ერთიანობის ცენტრში იყო მანამ, სანამ აშშ, ევროპა და ინგლისი არ განახორციელებდნენ კოლონიალიზმის პოლიტიკას რეგიონში. ვენესუელელი ხალხი ყოველთვის დადგება პალესტინის გვერდით და არ დატოვებს მათ მარტოს თავიანთ სამართლიან საქმეში“, - განაცხადა მადურომ.