ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა.
ეროვნული მედიის ცნობებზე დაყრდნობით, ეროვნული შიდა წყლების გზების სააგენტოს განცხადებით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს ნავი გადაბრუნდა გბაჯიბოს მდინარეზე მოკვას რეგიონში, ნიგერის შტატში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ხოლო 150 ადამიანი გადარჩენილ იქნა.
ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა აჰმედ ტინუბუმ სამძიმარი გამოუცხადა შტატის მოსახლეობას დაღუპულთა გამო.
ცნობისათვის, 1 ოქტომბერს, მოკვას რეგიონში, ნიგერის შტატში, ნავი, რომელზეც დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა და რელიგიური ცერემონიიდან ბრუნდებოდა, გადაბრუნდა გბაჯიბოს მდინარეზე.
მსგავსი ინფორმაციები
ბარში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ბარში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა