იტალია-შვეიცარიის საზღვარი ხელახლა გადაიხაზება
იტალია-შვეიცარიის საზღვარი ხელახლა გადაიხაზება
იტალიასა და შვეიცარიას შორის საზღვრის ნაწილი, მყინვარების დნობის გამო, ხელახლა გადაიხაზება.
ორი ქვეყანა შეთანხმდა ალპების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის, მატერჰორნის მწვერვალის ქვემოთ არსებული საზღვრის შეცვლაზე.
შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა: „მყინვარების დნობის გამო ეს ბუნებრივი ელემენტები იცვლება და ხელახლა განვსაზღვრავთ ეროვნულ საზღვრებს“.
მათი თქმით, ხელმოწერის პროცესის დასრულების შემდეგ შეთანხმება გამოქვეყნდება.
შვეიცარიაში მყინვარებმა გასულ წელს თავიანთი მოცულობის 4 პროცენტი დაკარგეს, რაც ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი წლიური კლებაა. ქვეყანაში ყველაზე დიდი კლება 2022 წელს დაფიქსირდა 6 პროცენტით.
ცნობისათვის, გერმანელი მთამსვლელის ნაშთი, რომელიც თითქმის 40 წლის წინ, მატერჰორნის მახლობლად მყინვარის გადაკვეთისას გაუჩინარდა, გასული წლის ივლისში ყინულის დნობის შემდეგ იპოვეს.
2022 წელს იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა