გუტერეშმა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა

გუტერეშმა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა

2193925
გუტერეშმა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განვრცობა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდება გააკეთა.

ანტონიო გუტერეშმა წერილობითი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წუხელ ირანმა ისრაელს რაკეტებით შეუტია.

„მე ვგმობ კონფლიქტის განვრცობას ახლო აღმოსავლეთში“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ერთ დაძაბულობას მეორე მოსდევს.

გუტერეშის თქმით, „ამას ბოლო უნდა მოეღოს და სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა“.

ისრაელმა კი ანტონიო გუტერეში გააკრიტიკა.

თელ-ავივის ადმინისტრაციამ (გაეროს) გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის სასწრაფოდ შემცირებისკენ გააკეთა მოწოდება "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მოტივით, რომ გუტერეშმა გუშინ ირანის სარაკეტო თავდასხმა „კატეგორიულად არ დაგმო“.



მსგავსი ინფორმაციები