პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადებას მოუწოდებს
პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადებას მოუწოდებს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაგმო უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში „რუტინად ქცეული ხოცვა-ჟლეტა“ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ნუღარ დარჩება მდუმარედ“.
გაზეთ La Vanguardia-ს დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, პედრო სანჩესმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დაცვის აუცილებლობას და განაცხადა: „თუ საერთაშორისო საზოგადოება დუმილს გააგრძელებს, ჩვენი ხმა საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დასაცავად კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმება. ისინი, ვისაც სძულს დემოკრატია, ყველგან დევნიან მას. ჩვენ ვცხოვრობთ სიცრუის დაუნდობელი თავდასხმის ქვეშ. დემოკრატიის მტრები პატივს არ სცემენ არცერთ წესს. ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯი და დავიცვათ დემოკრატია“.
მეორეს მხრივ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა, რომელიც მონაწილეობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების შემდეგ, თავის X ანგარიშზე გააკეთა განცხადება და მხარეებს კვლავ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ.
ალბარესმა განაცხადა: „ესპანეთი მოუწოდებს ყველას იმოქმედოს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ახლო აღმოსავლეთში მზარდი ძალადობის შესაჩერებლად. ჩვენ უნდა დავიცვათ ლიბანელი სამოქალაქო პირები. ჩვენი მიზანი მშვიდობაა“.