ნორვეგია რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართს გაავლებს
ნორვეგია რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართს გაავლებს
ნორვეგიის იუსტიციის მინისტრ ემილი ენგერ მეჰლის განცხადებით, ქვეყანაში უკანონოდ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევების აღსაკვეთად, ისინი რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართის გავლებას გეგმავენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა მეჰლმა, განცხადება ნორვეგიის რადიო NRK-ის ეთერში გააკეთა.
მეჰლის თქმით, ნორვეგიის მთავრობა ქვეყანაში უკანონოდ შესვლის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით სხვადასხვა ზომების მიღებაზე მუშაობს, როგორიცაა რუსეთის საზღვარზე მავთულხლართის გავლება და საზღვარზე მორიგე პერსონალის რაოდენობის გაზრდა.
მისივე თქმით, მავთულხლართი ერთადერთი შემაკავებელი ზომა ვერ იქნება და მასზე იქნება სენსორები დამაგრებული, რომელიც ადამიანის საზღვართან მიახლოებას დააფიქსირებს.
„ეს არის ზომა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ნორვეგიასა და რუსეთს შორის საზღვრის მთელ ან ერთ ნაწილზე”. - თქვა მეჰლმა.
გასულ წელს ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდგომ საჭირო დოკუმენტაციის არმქონე 1300-ზე მეტი მიგრანტი რუსეთის გავლით ქვეყანაში შევიდა. ამის გამო ჰელსინკის მთავრობამ 28 ოქტომბერს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა.
ფინეთმა, 4 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის საზღვარზე ჩაკეტილ სასაზღვრო პუნქტებთან ერთად, უვადოდ ზოგიერთი პორტის დახურვის შესახებაც გააკეთა განცხადება.
2023 წელს და ამ წლის დასაწყისში ფინეთში მიმავალი ემიგრანტების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდანაა, მათ შორის ავღანეთიდან, ეგვიპტიდან, ერაყიდან, სომალიდან, სირიიდან და იემენიდან.