ღაზაში დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორზე გასული წლის, 7 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 ათას 615-მდე გაიზარდა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდასხმები ღაზას სექტორზე 361 დღეა გრძელდება.
მათივე განცხადებით, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის სხვადასხვა რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში მრავალი თავდასხმა განახორციელა. ამ თავდასხმების შედეგად კიდევ 20 პალესტინელი დაიღუპა და 108 პალესტინელი დაშავდა.
რაც შეეხება, ღაზას სექტორზე გასული წლის, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 ათას 615-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 96 ათას 359-მდე გაიზარდა.
თავის მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნანგრევებში კვლავ ათასობით გარდაცვლილია, ხოლო თავდასხმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება, მათ შოროს საავადმყოფოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც მოსახლეობა თავს აფარებს.
მსგავსი ინფორმაციები
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა