იაპონიას ახალი პრემიერი ჰყავს

იშიბა შიგერუ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

2192331
იაპონიას ახალი პრემიერი ჰყავს

იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ არჩეული ყოფილი მინისტრი და გენერალური მდივანი იშიბა შიგერუ, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

დედაქალაქ ტოკიოში მმართველი პარტიის საარჩევნო კონგრესში მონაწილე 9 კანდიდატიდან, რომელთაგან ორი ქალი იყო, პირველ ტურში უმრავლესობა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის  ახალი ლიდერი იშიბა გახდა, რომელმაც მეორე ტურის ბოლოს 215 ხმა მიიღო.

იშიბა იაპონიის ახალ პრემიერ მინისტრად მომავალ კვირას, წარმომადგენელთა პალატის (შუგიინის) სესიაზე გამოცხადდება, სადაც ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და მისი კოალიციური პარტნიორი კომეიტო დომინირებს.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და პრემიერ მინისტრმა კიშიდა ფუმიომ აგვისტოში განაცხადა, რომ შიდაპარტიული პოლიტიკური დაფინანსების სკანდალის შედეგად პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის გამო ის თანამდებობას დატოვებს.


საკვანძო სიტყვები: #პრემიერ-მინისტრი , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები