ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვებს

ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვებს

2189043
ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიერ ღაზას სექტორის სხვადასხვა რეგიონზე განხორციელებულ თავდასხმებში 34 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი.

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მაჰმუდ ბასალმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ისრაელის მიმდინარე თავდასხმები შეაფასა და აღნიშნა რომ ისრაელის მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმებში 34 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი.

გუშინ ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული წლის 7 ოქტომბრიდან ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებში დაიღუპა 41 272 პალესტინელი, მათ შორის სულ მცირე 16 795 ბავშვი და 11 378 ქალი, ხოლო 95 551 ადამიანი დაშავდა.

თავის მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნანგრევებში კვლავ ათასობით გარდაცვლილია, ხოლო თავდასხმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება, მათ შოროს საავადმყოფოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც მოსახლეობა თავს აფარებს.



მსგავსი ინფორმაციები