იოავ გალანტი: „ომი ახალ ფაზაში გადადის“

იოავ გალანტი: „ომი ახალ ფაზაში გადადის“

2188972
იოავ გალანტი: „ომი ახალ ფაზაში გადადის“

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. „ქალაქ ხაიფას მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საჰაერო ბაზაში ვიზიტის დროს საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ომი ახალ ფაზაში გადადის. ეს ომი მოითხოვს დიდ გამბედაობას, მონდომებას და დაჟინებას. მთელი შემადგენლობა ახლა გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით“ - აღნიშნა გალანტმა.

ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით - დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ამ საკითხზე თელ-ავივს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.



მსგავსი ინფორმაციები