ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

2189003
ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ლიბანში მოვლენების უსწრაფესად გავრცელების რისკი არსებობს და ამის შესაჩერებლად ყოველგვარი ძალისხმევა უნდა გამოიყენონ.

ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გუტერეშის თქმით, ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების ფაქტი საკმაოდ სერიოზულ ხასიათს ატარებს და განსაკუთრებით, მომხდარის შესრულების ფორმა შემაშფოთებელია. 

გუტერეშმა განაცხადა, რომ ლიბანში სიტუაციის გამწვავების რისკი მაღალია და მის შესაჩერებლად ყოველგვარი ძალისხმევის გამოყენებაა საჭირო. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საგნების „არ შეიარაღებას” და ეს ყველა მთვარობამ წესად უნდა გაიხადოს.

გენერალური მდივნის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ლიბანში რაციები ააფეთქეს.

გუტერეშმა ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნა: "მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ დაძაბულობის შემდგომი გავრცელება."



მსგავსი ინფორმაციები