ლიბანში ამჯერად რაციები ააფეთქეს...

ლიბანში ამჯერად რაციები ააფეთქეს...

2188883
ლიბანში ამჯერად რაციები ააფეთქეს...

ლიბანში ამჯერად რაციები ააფეთქეს...

ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთსა და სხვადასხვა რეგიონში, ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პორტატული რაციების აფეთქების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, 450 დაშავდა, ზოგიერთ სახლსა და მანქანაში ხანძარი გაჩნდა.

ერთ-ერთი აფეთქება მოხდა იმ ადამიანების დაკრძალვის ცერემონიის დროს, რომლებიც გუშინდელი პეიჯერების თავდასხმის დროს დაიღუპნენ.

ჰეზბოლას მაღალი რანგის უფლებამოსილმა პირმა ჰაშემ საფიედინმა განაცხადა, რომ ისინი "ახალი (თავდასხმის) ფაზის" პირისპირ არიან და დაამატა: "ამას აუცილებლად ექნება სასჯელი".

წყაროები აღნიშნავენ, რომ ჰეზბოლამ ეს რაციები ხუთი თვის წინ შეიძინა, გუშინ აფეთქებულ პეიჯერებთან ერთად.

გუშინდელი პეიჯერების აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, და დაახლოებით 3000 ადამიანი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები