ტრამპის მახლობლად სროლის ხმა გაისმა

ტრამპის მახლობლად სროლის ხმა გაისმა

2187564
ტრამპის მახლობლად სროლის ხმა გაისმა

აშშ-ში, ფლორიდაში,  იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი და ნოემბრის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი იმყოფებოდა, სროლის ხმა გაისმა. 

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდის განცხადებით, კვირას შუადღის შემდეგ, ვესტ პალმ ბიჩის სიახლოვეს, სადაც ტრამპი იყო დაბინავებული, იარაღიდან სროლის ხმა გაისმა.

საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა: „სროლის ხმების შემდეგ ტრამპი უკვე უსაფრთხო გარემოშია”.

ტრამპის უფროსმა ვაჟმა დონალდ ტრამპ ჯუნიორმა სოციალური პლატფორმა X-ის მეშვეობით ინფრომაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მომხდარის შემდეგ ველზე, ბუჩქებში იარაღი AK-47 იპოვეს და ეჭვმიტანილი დააკავეს.

AP-სთან საუბრისას წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის დაცვაზე პასუხისმგებელმა საიდუმლო სამსახურის აგენტმა ცეცხლი ეჭვმიტანილს მაშინ გაუხსნა, როცა ტრამპი გოლფს თამაშობდა.

ამ თემაზე AP-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტრამპმა მხარდამჭერებს ელფოსტა გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ ის არასოდეს დანებდება. ასევე მან დასძინა: „ჩემს ახლომახლო სროლის ხმა გაისმა, თუმცა /.../ კარგად და უსაფრთხოდ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს პენსილვანიაში გამართულ აქციაზე ტრამპის მკვლელობის მცდელობა მოხდა და იგი ყურში დაიჭრა.


საკვანძო სიტყვები: #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები