ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

2187883
ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში, ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და ევაკუაციის დროს 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.

BBC-ის ცნობით, ბორნოს შტატის დედაქალაქ მაიდუგურში ძლიერი ნალექის შედეგად წყალდიდობისგან დაზიანებული ციხიდან ბევრი პატიმარი გაიქცა.

ნიგერიის სასჯელაღსრულების სამსახურის სპიკერმა უმარ აბუბაკარმა განაცხადა, რომ  ევაკუაციის დროს, როცა მათი უფრო უსაფრთხო ადგილას გადაყვანა სურდათ, პატიმართა უმეტესობა გაიქცა

აბუბაქარის თქმით, სათვალთვალო კამერების მეშევეობით 7 პატიმარი დააკავეს, ხოლო დანარჩენი პატიმრების დაკავებისთვის სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

ბორნოს გუბერნატორის ბაბაგანა ზულუმის მანამდე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრებს შორის ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის რამდენიმე წევრიცაა. ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია გაქცეულ პატიმართა შორის რამდენი მათგანია ტერორიზმთან დაკავშირებული.


საკვანძო სიტყვები: #პატიმარი , #ციხე , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები